სალიამი “სახალხო”

განსაკუთრებით ნოყიერი, კლასიკური სალიამი. გამოირჩევა სასიამოვნო, რბილი სტრუქტურითა და სანელებლების მდიდარი არომატით.

სერველატი “სახალხო”

კლასიკური რეცეპტურით დამზადებული სერველატი. გამოირჩევა ნივრისა მუსკატის არომატული ნაზავით. იდეალურია საუზმისა და სენდვიჩებისთვის.

ძეხვი მონადირული “სამგზავრო”

მონადირული ტიპის პიკანტური ძეხვი „სამგზავრო“. იდეალური სნექი მგზავრობისა და პიკნიკისთვის. დამზადებულია საქონლის ხორცის გამოყენებით, არომატული სანელებლების დამატებით.

მილანური სალიამი

იტალიური კლასიკური რეცეპტით შექმნილი პრემიუმ ხარისხის სალიამი. გამოირჩევა მუსკატის კაკლისა და შავი პილპილის დახვეწილი არომატით. დამზადებულია რჩეული ხორცისგან და არ შეიცავს ნახშირწყლებს.

ვენური სალიამი

ევროპული რეცეპტით დამზადებული პრემიუმ კლასის სალიამი. გამოირჩევა რჩეული ხორცის მდიდარი გემოთი, დახვეწილი არომატითა და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით. არ შეიცავს ნახშირწყლებს, რაც მას იდეალურ სნექად აქცევს.

ძეხვი კრაკოვული

ლეგენდარული რეცეპტით დამზადებული შებოლილ-მოხარშული ძეხვი. გამოირჩევა ნივრის, ქინძისა და მუსკატის მდიდარი არომატით. განსაკუთრებულად წვნიანი სტრუქტურა და პიკანტური გემო ნამდვილი გურმანებისთვის.

კლასიკური სერველატი

სამი სახეობის ხორცისგან დამზადებული შებოლილ-მოხარშული ძეხვი. შეზავებულია ქინძის, მუსკატისა და ჩილის პიკანტური არომატებით. ტრადიციული გემო ყოველდღიური სუფრისთვის.

ფინური სერველატი

გამორჩეული გემოს მქონე სერველატი, დამზადებული საქონლისა და ქათმის ხორცის უნიკალური რეცეპტურით. რძის ფხვნილის დამატება მას განსაკუთრებულ სინაზესა და რბილ ტექსტურას ანიჭებს. იდეალურია სენდვიჩებისა და სადღესასწაულო სუფრისთვის.

ძეხვი „მონადირული“

არომატული შებოლილ-მოხარშული ძეხვი, დამზადებული 4 სახეობის ხორცის უნიკალური შეხამებით. გამოირჩევა პიკანტური გემოთი და შებოლილი არომატით. იდეალურია წასახემსებლად, ლუდთან ან „პიკნიკზე“ წასაღებად.