დასაქმდი „გემრიელში“

ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომლებს წარმოებაში, დისტრიბუციასა და საცალო ქსელში. გთავაზობთ სტაბილურ ანაზღაურებას და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ნახე ვაკანსიები

საიმედო სამსახური

კომპანია ბაზარზეა 1974 წლიდან. ჩვენთან დასაქმება ნიშნავს გარანტირებულ და დროულ ანაზღაურებას.

კარიერული ზრდა

კომპანია მუდმივად ფართოვდება. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ არსებული კადრების დაწინაურებას.

სამუშაო გარემო

გთავაზობთ მოწესრიგებულ სამუშაო პირობებს, კვებას და ჯანსაღ დამოკიდებულებას გუნდის წევრებს შორის.

მიმდინარე ვაკანსიები

მაღაზიის კონსულტანტი

📍 თბილისი, ვაჟა-ფშაველას 48 ⏰ 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ვრცლად მოვალეობები
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის წარმოდგენა
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება
  • გაყიდვების ხელშეწყობა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
  • პროდუქციის განლაგების და ვიტრინის წესრიგის კონტროლი

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია), კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა.

ბუღალტერ-ოპერატორი

📍 რუსთავი, სამგორის ქ #1 (დისტრიბუცია) ⏰ სრული განაკვეთი
ვრცლად მოვალეობები
  • ბუღალტრული რეპორტების წარმოება და ანალიზი
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარება
  • RS.ge-ზე ანგარიშფაქტურების მართვა
  • დისტრიბუციის პროგრამაში მუშაობა

მოთხოვნები: RS.ge-ს ცოდნა, Excel, დისტრიბუციის გამოცდილება. FMG/INFO ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მაღაზიის მენეჯერი

📍 თბილისი, ვაჟა-ფშაველას 48 ⏰ მოქნილი გრაფიკი / ცვლები
ვრცლად მოვალეობები
  • მაღაზიის ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი
  • თანამშრომელთა მართვა (მოლარეები, ადმინისტრატორი)
  • პროდუქციის მიღება, ნაშთები, ფასების კონტროლი
  • გაყიდვების მონიტორინგი

მოთხოვნები: სურსათის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

მოლარე

📍 თბილისი, ვაჟა-ფშაველას 48 ⏰ 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ვრცლად მოვალეობები
  • მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
  • სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო)
  • ფასების კონტროლი სალაროსთან
  • დღის ბოლოს სალაროს დახურვა

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია), სიზუსტე, პასუხისმგებლობა.

წარმოების თანამშრომელი

📍 რუსთავი, სამგორის ქ. 1 ⏰ სრული განაკვეთი (5 დღე)
ვრცლად მოვალეობები

ვაკანტური პოზიციები: მჩეხავი, დამხმარე მუშა, მრეცხავი.

  • პროდუქციის წარმოების პროცესში მონაწილეობა
  • ნედლეულის გადაზიდვა
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
  • დანადგარების რეცხვა

მოთხოვნები: ფიზიკური გამძლეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, უფასო კვებას და ოფიციალურ დასაქმებას.