ჩვენი ფილოსოფია მარტივ, თუმცა უმნიშვნელოვანეს პრინციპს ეფუძნება – შევქმნათ პროდუქტი, რომელიც თითოეული ოჯახის ყოველდღიური კვების განუყოფელი ნაწილი იქნება. „გემრიელი“ მუდმივი განვითარების გზით ამკვიდრებს კვების უსაფრთხოებისა და გემოვნების თანამედროვე სტანდარტებს რეგიონში. ჩვენთვის ქართული წარმოების განვითარება და მომხმარებლის ნდობის გამართლება არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ მუდმივი წინსვლის სტიმულია. ჩვენი ამბიციაა, გავხადოთ ჩვენი პროდუქცია ხარისხისა და სტაბილურობის სინონიმი, რის მიღწევაც წარმოუდგენელია უმაღლესი ტექნოლოგიური სტანდარტის გარეშე.
ჩვენი ისტორია რუსთავში, 1974 წელს აშენებული ლეგენდარული ხორცკომბინატიდან იწყება. იმ პერიოდისთვის ეს იყო რეგიონალური გიგანტი, რომელიც დღეში საშუალოდ 25-30 ტონა პროდუქციას აწარმოებდა და სრულად ამარაგებდა თბილისს, ქვემო ქართლსა და კახეთს.
წლების განმავლობაში იცვლებოდა ეპოქა, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი – ტრადიცია. სწორედ ამ ისტორიულ ფუნდამენტზე, 2010 წელს დაფუძნდა შპს „გემრიელი“. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი დახუჭული თვალებით ენდობოდა.
ჩვენი ფილოსოფია მარტივ, თუმცა უმნიშვნელოვანეს პრინციპს ეფუძნება – შევქმნათ პროდუქტი, რომელიც თითოეული ოჯახის ყოველდღიური კვების განუყოფელი ნაწილი იქნება. „გემრიელი“ მუდმივი განვითარების გზით ამკვიდრებს კვების უსაფრთხოებისა და გემოვნების თანამედროვე სტანდარტებს რეგიონში. ჩვენთვის ქართული წარმოების განვითარება და მომხმარებლის ნდობის გამართლება არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ მუდმივი წინსვლის სტიმულია. ჩვენი ამბიციაა, გავხადოთ ჩვენი პროდუქცია ხარისხისა და სტაბილურობის სინონიმი, რის მიღწევაც წარმოუდგენელია უმაღლესი ტექნოლოგიური სტანდარტის გარეშე.
ჩვენი ისტორია რუსთავში, 1974 წელს აშენებული ლეგენდარული ხორცკომბინატიდან იწყება. იმ პერიოდისთვის ეს იყო რეგიონალური გიგანტი, რომელიც დღეში საშუალოდ 25-30 ტონა პროდუქციას აწარმოებდა და სრულად ამარაგებდა თბილისს, ქვემო ქართლსა და კახეთს.
წლების განმავლობაში იცვლებოდა ეპოქა, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი – ტრადიცია. სწორედ ამ ისტორიულ ფუნდამენტზე, 2010 წელს დაფუძნდა შპს „გემრიელი“. ჩვენი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: შეგვექმნა პროდუქტი საზოგადოებისთვის, რომელმაც ზუსტად იცის ნამდვილი გემოს ფასი და ვისთვისაც ხარისხიან პროდუქტზე კომპრომისი მიუღებელია.
დაფუძნების დღიდან, ჩვენი ორიენტირი ნათელი იყო: შეგვექმნა პროდუქტი საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს დახვეწილი გემოვნება და ზუსტად იცის ნამდვილი, ხარისხიანი პროდუქტის ფასი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხარისხი კომპრომისებს არ ითმენს, ამიტომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ეს მაღალი სტანდარტი.
2025 წელი „გემრიელის“ ისტორიაში განსაკუთრებულ თარიღად ჩაიწერება. დაარსებიდან დღემდე ჩვენ მხოლოდ პარტნიორების მეშვეობით ვოპერირებდით, წელს კი, გუნდის დიდი ძალისხმევით, პირველი საფირმო მაღაზია გავხსენით! ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს ერთგულ მომხმარებელთან.
ვიყენებთ მხოლოდ რჩეულ
ხორცსა და ნატურალურ სანელებლებს
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე
ევროპული დანადგარებით
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
თითოეული პროდუქტი გადის
მკაცრ მიკრობიოლოგიურ შემოწმებას,
სანამ თქვენს სუფრამდე მოვა.
„გემრიელის“ საწარმო აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით და სეგმენტურად ორ ხაზს ავითარებს. ჩვენი ხარისხი ეფუძნება ცოდნას, რომელიც ევროპიდან ჩამოვიტანეთ. ჩვენი ტექნოლოგები და სპეციალისტები სისტემატურ გადამზადებას გადიან ევროპის წამყვან ქვეყნებში: იტალია, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი რუმინეთი, ა.შ. სწორედ იქ მიღებული გამოცდილების დანერგვა ხდება ჩვენს ქარხანაში ყოველდღიურად.
ჩვენი ფლაგმანი ბრენდი მათთვის, ვისთვისაც უმაღლესი ხარისხი და გამორჩეული გემო პრიორიტეტია.
ხარისხიანი ხორცპროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის ყოველდღიური მოხმარებისთვის.
ჩვენი განვითარების გზაზე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებენ ჩვენი პარტნიორები – ქსელური თუ არაქსელური მაღაზიები, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, ჩვენი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოგვეჩინა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ასევე, ვაფასებთ ბაზარზე არსებულ ჯანსაღ კონკურენციას, რადგან სწორედ ეს ძალა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და მუდმივი პროგრესისკენ გვიბიძგებს. და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს – თქვენი უკუკავშირი და მოთხოვნები არის ის მთავარი მოტივაცია, რომელიც „გემრიელს“ ყოველდღიურად უკეთესს ხდის.
აღმოაჩინე ჩვენი პრემიუმ კლასის ხორცპროდუქტების და დელიკატესების ფართო არჩევანი ან იხილე უგემრიელესი რეცეპტები შენი ყოველდღიური კვების რაციონის გასამრავალფეროვნებლად